saqarTvelos uReltexilebi - gorvaSis uReltexili
კოორდინატები | 43°10`17` ჩ. გ. 42°48`12` ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3665 მ |
ქედი | კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზემო სვანეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3665 მ. მდინარე მესტიაჭალის (მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადი) ხეობას მყინვარ ლეხზირზე გავლით აკავშირებს მდინარე ადილსუს (ბაქსანის მარჯვენა შენაკადი) ხეობასთან. აგებულია პალეოზოური გრანიტიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.